ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კითხვა აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახანგძლივებს სიცოცხლეს
სხვადასხვა
კითხვა აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახანგძლივებს სიცოცხლეს
     ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ადამიანი, რომელიც კვირაში 3 საათზე მეტ დროს უთმობს კითხვას, 23%-ით აქვს მომდევნო 12 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის რისკი შემცირებული, იმათთან შედარებით ვინც არ კითხულობს წიგნებს. მკვლევარების აზრით, კითხვა ზრდის ტვინის უჯრედებს შორის კავშირის წარმოქმნას, რაც შესაძლოა ამცირებდეს იმ ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს, რომლებიც ამოკლებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას.

     კითხვა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე: - კითხვა უფრო ეფექტურად ამცირებს სტრესს, ვიდრე მუსიკის მოსმენა ან სეირნობა.

     ასაკის მატებასთან ერთად ტვინის კოგნიტიური შესაძლებლობები მცირდება, იზრდება დემენციის, ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი. ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, წერენ ან აქვთ სხვა მენტალური აქტივობა, აქვთ ნაკლები ალბათობა დემენციის განვითარების. კითხვა აუმჯობესებს ძილს. გვეხმარება სოციალური ურთიერთობების დამყარებაში. ასევე, რაც მეტს ვკითხულობთ, ვიცით უფრო მეტი და უკეთ ვიცნობთ სამყაროს.






http://www.medicalnewstoday.com/articles/313429.php





26
09.2018
უფასო სამედიცინო აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთში
22 სექტემბერს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია . კარდიოლოგის,, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, შემადგენლობით.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა