ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კლიმაქტერული პერიოდი მამაკაცებში
სხვადასხვა
კლიმაქტერული პერიოდი მამაკაცებში
   45-60 წლის ასაკში ვითარდება (მამაკაცის კლიმაქსი ნაადრევია, თუ ვითარდება 45 წლამდე ხოლო გვიანია, თუ იწყება 60 წლის შემდეგ) სასქესო ჯირკვლების ასაკობრივი ცვლილებები, კლიმაქსის დროს სასქესო ჯირკვლების ფუნქციათა თანდათანობით შესუსტება-გაქრობა აღინიშნება. ქვეითდება მათი ძირითადი ფუნქცია -მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) გამომუშავება. ტესტოსტერონისადმი და ტესტიკულებში დეგენერაციული ცვლილებები ვითარდება.
 

   მამაკაცმა კლიმაქტერული პერიოდი შესაძლებელია მშვიდად, ყოველგვარი სირთულეების გარეშე გადაიტანოს. ზოგ შემთხვევაში, კლიმაქსი საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომებითა და გართულებებით ხასიათდება: წამოწითლება და სიცხის შეგრძნება (ალები), ჭარბი ოფლიანობა, არტერიული წნევის არამდგრადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, უძილობა, შიშები და დეპრესია. სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, გარდა ამისა კლიმაქსმა შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. ხშირად, მამაკაცის კლიმაქსს თან ერთვის შარდ-სასქესო სისტემის დარღვევები. მამაკაცის კლიმაქსი, ძირითადად, 2-დან 5 წლამდე გრძელდება; აღნიშნული დროის გავლის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება - ჩივილები თანდათანობით ქრება.
26
09.2018
უფასო სამედიცინო აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთში
22 სექტემბერს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია . კარდიოლოგის,, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, შემადგენლობით.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა