ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კრონის დაავადება
სხვადასხვა
კრონის დაავადება
კრონის დაავადება - ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილს, მაგრამ ასევე შეიძლება დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი ადგილი.
 
კრონის დაავადებას ახასიათებს: დიარეა, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, მუცლის ტკივილი და კრამპები, სისხლიანი განავალი, მადის დაქვეითება, წონაში დაკლება, აბსცესის განვითრება ნაწლავის სანათურში, ნაწლავის ობსტრუქცია. ასევე სეიძლება გამოვლინდეს კანის, თვალების და სახსრების ანთებითი პროცესები.

რისკ-ფაქტორებია: ასაკი 30 წლამდე, ძირითადად გვხვდება თეთრკანიან რასაში, თამბაქოს და არასტეროიდული მედიკამენტების მოხმარება აუარესებს დაავადების მიმდინარეობას.

კრონის დაავადებას ახასიათებს შემდეგი გართულებები: ანთებითი პროცესი, რომელიც ხშირად იწვევს ნაწლავს სანათურის შევიწროებას და ზოგჯერ მის სრულს დახშობას, ანალური ფისტულის წარმოქმნას. წყლულის წარმოქმნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ადგილზე უპირატესად პირის ღრუში და ანალურ მიდამოში. მალნუტრიცია, ნაწლავის სიმსივნის განვითარება.

დიაგნოზის დასმა ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენებით.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა