ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კუნთების კრამპი (კრუნჩხვა)
ფიტნესი
კუნთების კრამპი (კრუნჩხვა)
კუნთების კრამპი არის უეცარი და უნებლიე შეკუმშვა ერთი ან მეტი კუნთის. უმეტესად ვითარდება ფეხის კუნთების, განსაკუთრებით კანჭის კუნთების, რაც იწვევს კუნთის დაჭიმვას და ძლიერ ტკივილს. უმეტეს შემთხვევაში კუნთების კრამპი არის უვნებელი და თავისით გაივლის, ზოგჯერ ის დაკავშირებულია სხვა პათოლოგიასთან, როგორიცაა: კიდურების არაადექვატური მომარაგება სისხლით - ქვემო კიდურების არტერიების შევიწროება იწვევს სისხლის მიწოდების შემცირებას, რაც იწვევს კუნთების კრამპს, ტკივილის აღმოცენება ხდება დატვირთვის დროს და გაივლის მოსვენებულ მდგომარეობაში. ნერვის კომპრესია – ხერხემლის პათოლოგიის დროს ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვების კომპრესია იწვევს აგრეთვე მსგავს ტკივილს, ტკივილი ჩვეულებრივ ძლიერდება ხანგრძლივი სიარულის შემდეგ. მინერალების შემცირება – კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის შემცირება იწვევს ასევე კრამპს. შარდმდენებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მინერალების კარგვა შარდით.
23
10.2018
უფასო აქცია სოფელ ეწერში
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ჯეო ჰოსპიტალს-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ეწერში გამართა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა