ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მელანომა
სხვადასხვა
მელანომა
მელანომა ვითარდება როგორც ნორმალური კანის, ასევე კანის პიგმენტური წარმონაქმის (ხალი) ვენუსისგან. ერთ ერთი ტიპია ავთვისებიანი სიმსივნის, რომელიც სწრაფად ანვითარებს მეტასტაზებს ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზით. ზიანდება უჯრედების (მელანოციტის) დნმ-ი, რის გამოც ისინი იწყებენ უკონტროლოდ ზრდას და წარმოიქმნება სიმსივნური მასები. ყალიბდება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ ყველაზე ხშირია სხეულის იმ ნაწილებში, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ მზის დასხივებას (კიდურები, ზურგი და სახე) იშვიათად ვითარდება ლორწოვან გარსზე. მელანომის განვითარების რისკი დიდია თეთრი კანის მქონე პირებში.

რა იწვევს უჯრედების გადაგვარებას ? მზის ინტენსიური გამოსხივება. ნევუსების ტრავმა (დაჟეჟვა, გაჭრა) და მემკვიდრეობითი ფაქტორი.

ავადობის სიხშირე მკვეთრად მატულობს 30–39 წლის მქონე პაციენტებში.

მელანომის თავიდან აცილების მიზნით უნდა შეიზღუდოს მზეზე ყოფნა, პიგმენტური ლაქების დაცვა ტრავმებისგან.

მზეზე ყოფნისას დამცავი კრემების გამოყენება ხელს უშლის დაავადების განვითარებას. მელანომით უფრო ხშირად ავადდებიან ქალები ვიდრე მამაკაცები.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა