ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მეტყველება და მისი განვითარება
სხვადასხვა
მეტყველება და მისი განვითარება

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის.

როგორ შევუწყოთ ხელი მეტყველების განვითარებას?

თითოეულ ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი ახასიათებს. ყველა ბავშვი საჭიროებს სიყვარულს, მზრუნველობას და განვითარების ხელშეწყობას. უპირველეს პირობას მეტყველებითი ურთიერთობა წარმოადგენს,რომელიც უმჯობესია ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდშივე დაიწყოს.
ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ბავშვს ესმის ყველაფერი,რასაც დედა ეუბნება და თუ ამ დროს დედა სწორად იმოქმედებს და პატარასთან კონტაქტის დამყარებას შეძლებს, ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს ადრეულ ასაკში ბავშვის მეტყველების განვითარებაზე,რაც თავის მხრივ მის ფსიქიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მეტყველების ნორმები

• ღუღუნი

იწყება დაახლოებით მეორე თვიდან და 6-7 თვემდე გრძელდება.

• ტიტინი

7 თვიდან ბავშვი იწყებს ბგერების წარმოთქმას და ამ ბგერებისგან არარსებული სიტყვების „შედგენას“.

• პირველი სიტყვები

10 -12 თვიდან უკვე გასაგებად და მიზანმიმართულად გამოთქვამს ორმარცვლიან ბგერებს.

• პირველი წინადადებები

ორი წლიდან აწყობს მარტივ წინადადებებს.
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა