ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მკერდის კიბოს პრევენცია: როგორ შევამციროთ რისკი
სხვადასხვა
მკერდის კიბოს პრევენცია: როგორ შევამციროთ რისკი
   არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მკერდის კიბოს რისკს. ზოგიერთი რისკ- ფაქტორი, როგორიცაა მემკვიდრეობა, შეუძლებელია შეცვლა, სხვა რისკ -ფაქტორებზე შეიძლება მოქმედება.

   რა უნდა გავაკეთოთ მკერდის კიბოს შემცირებისთვის?

   ალკოჰოლის შეზღუდვა - რაც უფრო მეტ ალკოჰოლს მიირთმევთ, მით უფრო მაღალია რისკი მკერდის კიბოს განვითარების.

   ჯანსაღი კვება - უპირატესობა ენიჭება: ზეითუნის ზეთს, ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, პარკოსნებს, თევზს, წითელი ხორცის შეზღუდვა. მოწევის შეწყვეტა, წონის კორექცია, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა.

   ძუძუთი კვება - რაც უფრო ხანგრძლივად გვყავს ბავშვი ძუძუთ კვებაზე, მით უფრო დიდია დამცავი ეფექტი. 

   ჰორმონალური თერაპიის დოზის და ხანგრძლივობის შემცირება - კომბინაციური ჰორმონალური თერაპია 3 ან 5 წლით ზრდის მკერდის კიბოს რიკს. თავიდან ავირიდოთ რადიაციული დასხივება.

თუ შენიშნეთ მკერდში წარმონაქმნი ან კანის ცვლილება მიმართეთ ექიმს. ექიმთან შეთანხმებით განსაზღვრეთ როდის უნდა დაიწყოთ და რა სიხშირით გაიკეთოთ პროფილაქტიკურად მამოგრაფიული გამოკვლევა.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა