ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მობილურმა ტელეფონმა შეიძლება დააზიანოს იმპლანტირებული რითმის წამყვანი (პეისმეიკერი) ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი
სხვადასხვა
მობილურმა ტელეფონმა შეიძლება დააზიანოს იმპლანტირებული რითმის წამყვანი (პეისმეიკერი) ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი
თეორიულად, ტელეფონიდან მომავალმა ელექტრომაგნიტურმა ტალღებმა შეიძლება ხელი შეუშალოს რითმის წამყვანის (პეისმეიკერის) მუშაობას და გამოიწვიოს რითმის დარღვევა, ან გამოიწვიოს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ჩართვა ნორმალური რითმის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე აპარატები (პეისმეიკერი, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი) მაქსიმალურად არის გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცული, მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, ტელეფონი იყოს გარკვეულად მოშორებული აპარატის იმპლანტაციის ადგილიდან, მაგალითად, არ ჩავიდოთ ტელეფონი პერანგის ან პიჯაკის გულის ჯიბეში.