ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მრავლობითი სკლეროზი
სხვადასხვა
მრავლობითი სკლეროზი
   მრავლობითი სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, ამ დროს საკუთარი იმუნური სისტემა აზიანებს ნერვული ბოჭკოების ირგვლივ არსებულ მფარავ გარსს - მიელინს, რაც იწვევს კომუნიკაციის დარღვევას ტვინს და სხეულის სხვა ნაწილებს შორის.

   მრავლობითი სკლეროზის გამომწვევი მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ აუტოიმუნური დაავადებაა.

   მრავლობითი სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები არის სხვადასხვა და დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე:

• დაბუჟება ან სისუსტე ერთ ან მეტ კიდურში.
• ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა მხედველობის, ჩვეულებრივ ერთ თვალში, ხშირად ახლავს ტკივილი თვალის მოძრაობის დროს, გაორება.
• ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
• კანკალი, კორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა.
• მეტყველების დარღვევა.
• ნაწლავთან ან შარდის ბუშტის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები.

   მრავლობითი სკლეროზი 2-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მრავლობითი სკლეროზის განვითარების რისკი მაღალია, ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, I ტიპის დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა