ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მუცლის ცხიმი მამაკაცებში: რატომ არის წონის დაკლება მნიშვნელოვანი
სხვადასხვა
მუცლის ცხიმი მამაკაცებში: რატომ არის წონის დაკლება მნიშვნელოვანი
მუცლის ცხიმს ქმნის კანქვეშა ცხიმი (გროვდება კანის ქვეშ) და ვისცერალური ცხიმი, გროვდება თვითონ მუცელში, შინაგანი ორგანოების გარშემო. მიუხედავად ზოგადი წონისა, მუცლის არეში დაგროვილი დიდი რაოდენობით ცხიმი არის განსაკუთრებით საზიანო ჯანმრთელობისთვის და ზრდის შემდეგი დაავადებების რისკს:
  • გულის სისხლძარღვოვანი დაავადება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • ძილის აპნოე (სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები ძილის დროს)
  • უეცარი სიკვდილი
  • მაღალი არტერიული წნევა
მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას განაპირობებს: მაღალ კალორიული საკვები, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, უმოძრაო ცხოვრების სტილი, ასაკის მატება, მემკვიდრეობა. მამაკაცებს, რომელთა წელის გარშემოწერილობა 102 სმ. აღემატება, აქვთ უფრო მაღალი რისკი ჯანმრთელობის პრობლემების.

რეკომენდაციები: ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის და გაზიანი სასმელების შეზღუდვა, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა.
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა