ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ორსულობის დროს ქალის თავის ტვინი სტრუქტურულად იცვლება
სხვადასხვა
ორსულობის დროს ქალის თავის ტვინი სტრუქტურულად იცვლება

   ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხდება სხვადასხვა ჰორმონალური და ბიოლოგიური ცვლილებები, რაც აუცილებელია, იმისთვის რომ,  მოხდეს ადაპტაცია ახალ მდგომარეობასთან.  აღმოჩნდა რომ, ქალის ორგანიზმი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივად ემზადება დედობისთვის. შესწავლილ იქნა ქალის თავის ტვინის სტრუქტურა ორსულობამდე და პირველი ორსულობის შემდეგ.
 
   კვლევამ აჩვენა, ორსულობის განმავლობაში ქალის თავის ტვინი მორფოლოგიურად იცვლება - ხდება თავის ტვინის რუხი ნივთიერების შემცირება, რაც გრძელდება მინიმუმ ორი წელი მშობიარობის შემდეგ. თავის ტვინში მიმდინარე მორფოლოგიურ ცვლილებებს თან ახლავს ფუნქციური ცვლილებები, რაც საჭიროა დედობრივი თვისებების განვითარებისთვის.

10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა