ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
პროსტატის კიბოს IV სტადიის სიმპტომები და მკურნალობა
სხვადასხვა
პროსტატის კიბოს IV სტადიის სიმპტომები და მკურნალობა
   პროსტატის სიმსივნე აზიანებს პროსტატის ჯირკვალს, მისი განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. პროსტატის კიბოს დროს პროსტატის უჯრედები ვითარდებიან პათოლოგიურად და მრავლდებიან უკონტროლოდ და შესაძლოა მოხდეს სისხლის, ლიმფური სისტემის საშუალებით გავრცელება. პროსტატის კიბოს ყველაზე შორს წასული ფორმა არის IV სტადია. IV სტადიის პროსტატის კიბოს ორი ტიპი არსებობს:
 
   IV სტადია D1: ამ დროს სიმსივნე გავრცელებულია მენჯში, ლიმფურ კვანძებზე ან ირგვლივ მდებარე ორგანოებზე.
   
   IV სტადია D2: ამ დროს სიმსივნე გავრცელებულია უფრო დაშორებულ ორგანოებზე, როგორიცაა ხერხემალი, მენჯი, ნეკნები ან სხვა ძვლები. ეს ფორმა არის ყველაზე მძიმე ფორმა მკურნალობისთვის.

   რისკ-ფაქტორები: მთავარი რისკ ფაქტორი არის ასაკი, ყველა დიაგნოსტირებული სიმსივნის 65% გვხვდება მამაკაცებში, რომელთა ასაკი აღემატება 65 წელს.

  დამატებითი რისკ-ფაქტორები: ოჯახური ანამნეზი - თუ მამას ან ძმას აქვს პროსტატის კიბო, რისკი არის გაორმაგებული.

  რასა:
აფრო-ამერიკელებს აქვს ყველაზე მაღალი რისკი. მოწევა: მწეველებში უფრო აგრესიულია პროსტატის კიბო. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს კვების რაციონში ბოსტნეულის სიმცირე ან მაღალი კალციუმი ზრდის რისკს აგრესიული პროსტატის კიბოს განვითარების.

  ორგანოები, სადაც პროსტატის კიბო იძლევა მეტასტაზებს: ძვლები, ტვინი, ღვიძლი, ფილტვები, ლიმფური კვანძები, ჩვეულებრივ მენჯის.

 პროსტატის კიბოს სიმპტომები: ტკივილი ზურგის, თეძოს ან მენჯის არეში, სისხლიანი შარდი, ტკივილი ან წვა შარდვის დროს, ხშირი შარდვა, შარდის რაოდენობის შემცირება, მოშარდვის შემდეგ შეგრძნება, ბოლომდე დაუცლელობის.  

  მკურნალობა: ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა, ჰორმონალური თერაპია.
23
10.2018
უფასო აქცია სოფელ ეწერში
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ჯეო ჰოსპიტალს-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ეწერში გამართა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა