ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ბანანს? საინტერესო ფაქტები.
კვება
რა  სასარგებლო თვისებები გააჩნია ბანანს? საინტერესო ფაქტები.
   ბანანი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილი, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით მიირთევს მსოფლიოს მოსახლეობა. ბანანის დადებითი თვისებები:
  • ამცირებს არტერიულ წნევას - ზრდის კალიუმის დონეს სისხლში, რითაც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას. ამასთან მაღალი დონე კალიუმის სისხლში ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილანობას 20 %-ით.

  • ასთმა - ინგლისში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, ბავშვები, რომლებიც იღებენ ერთ ბანანს დღეში 34% -ით აქვთ ასთმის განვითარების შანსი შემცირებული.

  • სიმსივნე - ბანანის, ფორთოხლის და ფორთოხლის წვენის რეგულარული მიღება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამცირებს ბავშვთა ასაკში ლეიკემიის განვითარების რისკს. ასევე ამცირებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

  • ამცირებს გულის პათოლოგიების, ინსულტის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს.

  • შაქრიანი დიაბეტი - ბანანი ამცირებს სისხლში შაქრის, ლიპიდების დონეს.

  • ფაღარათის მკურნალობა - ბანანი ვაშლთან ერთად გამოიყენება ფაღარათის მკურნალობისთვის.
  • ხელს უწყობს მეხსიერების და ცნობიერების შენარჩუნებას.

   ერთი საშუალო ზომის ბანანი იწონის დაახლოებით 126 გრამს. შეიცავს 110 კალორიას, ნახშირწყლებს - 30 გრ, ცილა - 1 გრ.
   
   არ შეიცავს ცხიმს, ქოლესტეროლს, ნატრიუმს.
   ბანანი მდიდარია შემდეგი მინერალებით და ვიტამინებით: ვიტამინ B6, ვიტამინ C, ვიტამინ A, რიბოფლავინი, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, კალიუმი, რკინით.



http://www.medicalnewstoday.com/articles/271157.php
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა