ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რა სკრინინგული ტესტები ტარდება ქალებში?
სხვადასხვა
რა  სკრინინგული ტესტები ტარდება ქალებში?
1. ძუძუს კიბო - ძუძუს კიბოს სკრინინგი ხორციელდება მამოგრაფიული კვლევის საშუალებით. მამოგრაფიის ჩატარება მიზანშეწონილია 40-დან 50-წლამდე ქალბატონებისთვის. მამოგრაფიის ჩატარება რეკომენდირებულია ყოველწლიურად, ხოლო 50-დან 74 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ.
2. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის PAP ტესტი ტარდება ქალებში სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
3. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი იწყება 50 წლიდან. რეკომენდირებულია კოლონოსკოპიის ჩატარება 10 წელიწადში ერთხელ, ასევე ყოველწლიურად განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.
4. ოსტეოპოროზი - ძვლის სიმკვრივის შესაფასებლად ტარდება ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრია (DEXA). სკრინინგული კვლევის დაწყება რეკომენდირებულია 65 წლიდან მოტეხილობების პრევენციის მიზნით.
27
03.2020
,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის ქსელში COVID-19-თან დაკავშირებით ტრენინგები ჩატარდა
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში, ქსელის ეპიდემიოლოგიური და საექთნო სამსახურების თაოსნობით, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის ინტენსიური და უწყვეტი ტრენინგი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა