ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რა არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ?
სხვადასხვა
რა არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ?

ნაყოფის დროული,ბუნებრივი სამშობიარო გზებით დაბადებაა და მოიცავს 3 ეტაპს.
. საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა
. ნაყოფის დაბადება
. პლაცენტის გამოძევება.
პირველი პერიოდი ყველაზე ხანგრძლი პერიოდია, რომელიც შეიძლება 8-10 სთ გაგრძელდეს. მიმდინარეობს საშვილოსნოს კუნთების რითმული შეკუმშვით, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში. სრულდება საშვლოსნოს ყელის გახსნით, რომლის შემდეგაც იწყება მეორე ეტაპი –ჭინთვა. საშვილოსნოს შეკუმშვას ემატება მენჯისა და მუცლის კუნთების შეკუმშვა და ხდება ნაყოფის გამოძევება - დაბადება და ბოლოს დგება მესამე ფინალური ეტაპი, რომელიც 5-10 წუთი გრძელდება. საშვილოსნო კვლავ იწყებს სუსტად შეკუმშვას, პლაცენტა და სანაყოფე გარსისი ცილდება საშვილოსნოს ღრუს და გამოძევდება. პლაცენტის გამოდევნის შემდეგ თქვენი საშვილოსნო ძლიერად შეიკუმშება და გამაგრდება.
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა