ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რა არის ქატო?
კვება
რა არის ქატო?
ქატო დაუმუშავებელი მარცვლოვანი მასაა, რომელშიც მთლიანი მარცვლის აქტიური კომპონენტების 90%-ია თავმოყრილი.შედგება საკვები ბოჭკოების 75-80 პროცენტისგან.

რა არის საკვები ბოჭკოები ?! საკვების მოუნელებელი კომპონენტი, რომელიც არ მოინელება საჭმლის მომნელებელი სეკრეტებით (წვენებით) და ფერმენტირდება ნაწლავის მიკრობებით. ის კუჭ-ნაწლავში აგროვებს ტოქსინებს, შლაკებს, ქოლესტერინს, მძიმე მეტალებს და მათ გარეთ გამოდევნის, რის შემდეგაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს საკვებ ნივთიერებებსაც და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

ქატოს მიღება აადვილებს ნაწლავების პერისტალტიკას და საკვების მონელებას, მის ტრანზიტს.

კვებაში ქატოს რეგულარული მოხმარების შემდეგ იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაავადებების მიმართ, დიაბეტის დროს ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
ქატო სასარგებლოა ნაღველის შეგუბების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას და ყაზბობის დროს.