ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რატომ არის სიარული სასარგებლო
ფიტნესი
რატომ არის სიარული სასარგებლო
• სიარული აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. სიარულის დროს გამოიყოფა ენდორფინები - ენდოგენური ოპიოიდები, რომლებიც დაგეხმარებიან სტრესის და დეპრესიის დაძლევაში.

• დღეში მხოლოდ 30 წუთი რომ იაროთ, თქვენ შეძლებთ დაიკლოთ წონა. თუ თქვენთვის 30 წუთი ძალიან ბევრია, დაიწყეთ 15 წუთით და თანდათან გაზარდეთ ხანგრძლივობა.

• კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, ვინც რეგულარულად დადის ფეხით, უფრო იშვიათად აღენიშნებათ ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და არიან უფრო ენერგიულები.

• თუ მარტო სიარული გეზარებათ, სთხოვეთ მეგობარს თქვენთან ერთად იაროს. მეგობართნ ერთად დრო უფრო სწრაფად გავა და გასეირნებაც უფრო სასიამოვნო იქნება.
24
10.2019
სემინარები ექიმებისთვის
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში 2019 წელს გრძელდება სემინარები ოჯახის, სოფლის და სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისთვის.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა