ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რეკომენდებულია თუ არა ეპილაცია ორსულ ქალებში
სხვადასხვა
რეკომენდებულია თუ არა ეპილაცია ორსულ ქალებში
როგორც მოგეხსენებათ ჰორმონალური ცვლილებების დროს, რომელიც მიმდინარეობის ორსულობის პერიოდში დამახასიათებელია თმის გაძლიერებული ზრდა მთელ სხეულზე. ცნობილია ელექტროეპილაცია (ნემსით) ლაზერული, დიოდის ეპილაცია და დეზეპილატორები.
  • ნემსით ელექტროეპილაციის დროს იყენებენ რადიო ტალღებს ან თერმოლიზისს, რომელიც ადვილად გადის ქალის ორგანიზმში, გაივლის ამნიონურ სითხეს, რომელშიც ნაყოფი იმყოფება. სითხე ადვილად ატარებს რადიოსიხშირულ ტალღებს. ამ პროცედურამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში ამ პროცედურისგან თავის შეკავება.
  • ლაზერული და დიოდური ეპილაციის დროს ლაზერის სხივი კლავს თმის ფოლიკულს, ასევე იწვევს თმის ფოლიკულის მექანიკურ დაზიანებას. არ არის შესწავლილი ამ პროცედურების მავნე გავლენა ნაყოფზე ორსულობის დროს, რის გამოც აშშ-ის ორსულთა ასოციაცია მოგვიწოდებს ორსულობის დროს არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი.
  • დეზეპილატორების ძირითადი შემადგენელი ნივთიერება ბარიუმის სულფიდია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ორსულებში. მისი გამოყენება და ეფექტები ორსულობის დროს შესწავლილი არ არის.
  • გაპარსვა ყველაზე უსაფრთხო მეთოდია ორსულობის პერიოდში.