ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
როგორ დავიცვათ თავი კოღოს კბენისგან?
სხვადასხვა
როგორ დავიცვათ თავი კოღოს კბენისგან?
როგორც ცნობილია კოღოს ნაკბენით ხშირია მალარიის, ზიკა ვირუსის, დენგეს ცხელებისა და სხვა დაავადებების გავრცელების რისკი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგვიწოდებს თუ როგორ უნდა მოვახდინოთ კოღოს ნაკბენით გამოწვეული დაავადებების პრევენცია. რეკომენდებულია:
  • თუ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში სადაც მალარიაა გავრცელებული, აუცილებელია, გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას საჭირო მედიკამენტებისა და ვაქცინაციის შესახებ.
  • საცხოვრებელ სახლში, სასტუმროში, აუცილებელია, ფანჯრებსა და კარებებზე იყოს მწერებისგან დამცავი ბადეები.
  • თუ ოთახში, რომელშიც იძინებთ მწერებისგან დამცავი ბადე არ არის, აუცილებელია, გამგზავრებამდე შეიძინოთ ლოგინის ბადე, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.
  • აუცილებელია გამოიყენოთ მწერებისგან დამცავი სითხე, სპრეი. მათი გამოყენება ასევე უსაფრთხოა ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.
  • აუცილებელია გაითვალისწინოთ მწერებისგან დამცავი სპრეის გამოყენების ინსტრუქცია. მათი გამოყენება ბავშვებში, ძირითადად შესაძლებელია 2 თვის ასაკიდან.
12
07.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც სთავაზობს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი. „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა