ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
როგორ შევამციროთ ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების სიმპტომები?
სხვადასხვა
როგორ შევამციროთ ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების სიმპტომები?
ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ვენების სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევით, რაც იწვევს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. რეკომენდებულია:
  • სისტემური ვარჯიში, სიარული, ცურვა, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას ქვემო კიდურებში.
  • წონაში კლება. საკვებ რაციონში მარილის შეზღუდვა, რომელიც აკავებს წყალს და იწვევს შეშუპებას.
  • ქალებში რეკომენდებულია 4-5 სმ სიმაღლის ქუსლის მქონე ფეხსაცმლის ტარება. არ არის სასურველი დაბალი და ძალიან მაღალი ქუსლის მქონე ფეხსაცმლის ჩაცმა.
  • არ არის რეკომენდებული ვიწრო, მოჭერილი შარვლის ჩაცმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აფერხებს სისხლის ცირკულაციას.
  • არ არის სასურველი ხანგრძლივად ფეხზე დგომა, ასევე ჯდომა.
  • აუცილებელია დღის განმავლობაში ქვემო კიდურების 30 წუთი ზემოთ აწევა, მოსვენება.
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა