ტრიგლიცერიდები არის ორგანიზმის ცხიმოვანი ქსოვილის მთავარი შემადგენელი კომპონენტი. ტრიგლიცერიდები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მისი რაოდენობის ზრდა თამაშობს გარკვეულ როლს კორონარული არტერიების დაავადების და ათეროსკლეროზის განვითარებაში.
ტრიგლიცერიდების რაოდენობის ზრდას იწვევს: გენეტიკური განწყობა, სიმსუქნე, მაღალ კალორიული დიეტა, ალკოჰოლის მიღება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტი.
სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობის შემცირების ეფექტური გზები:
- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წონის კორექცია, ყოველდღიურ რაციონში კალორიების შემცირება. 5-10 % წონაში დაკლებამ ტრიგლიცერიდების რაოდენობა შეიძლება შეამციროს 20 %-ით. ტრიგლიცერიდების რაოდენობის შემცირებისთვის რეკომენდირებულია უპირატესობა მიენიჭოს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, შეიზღუდოს ცხიმიანი საკვები, ხორცის პროდუქტები, ტკბილეული, ხილის წვენები, ტკბილი სასმელები.
- რეკომენდირებულია რეგულარული ფიზიკური აქტიურობა - 30 წუთით ფეხით სიარული კვირაში 5 დღე.