ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
როგორ შევინარჩუნოთ ნორმალური წონა ორსულობის დროს?
სხვადასხვა
როგორ შევინარჩუნოთ ნორმალური წონა ორსულობის დროს?
ორსულობის პერიოდში თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენს წონას. ორსულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორსულობის პერიოდში ორი ადამიანის მაგივრად უნდა ჭამოს, ეს მოსაზრება არასწორია.

როგორ უნდა გაიგოთ რამდენი კილოგრამის მომატებაა ოპტიმალური თქვენთვის. პირველ რიგში გამოითვალეთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი, რომელიც გამოითვლება წონის შეფარდებით სიმაღლის კვადრატთან ( კგ/მ2).

ორსულობის პერიოდში ჭარბი წონის გამო შესაძლოა განვითარდეს გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი, იზრდება ნაადრევი მშობიარობის, არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. აუცილებელია კალორაჟის კონტროლი და ყოველდღიური ვარჯიში.
  • თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 18.5 ან ნაკლები, წონის ნამატი უნდა იყოს 13 კგ– დან 18 კგ-მდე.
  • თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 19-დან 24.9 -მდე, იდეალურ შემთხვევაში უნდა მოიმატოთ 11 – 16 კგ.
  • თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა, (სმი 25- 29.5), შეეცადეთ 7 -11 კგ-ზე მეტი არ მოიმატოთ.
10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა