ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
როგორ ხდება ანკილოზური სპონდილიტის მკურნალობა
სხვადასხვა
როგორ ხდება ანკილოზური სპონდილიტის მკურნალობა
   ანკილოზური სპონდილიტის მკურნალობის მიზანი არის ტკივილის, დისკომფორტის შემცირება, დეფორმაციების თავიდან არიდება და მოძრაობის უნარის შენარჩუნება. ანკილოზური სპონდილიტის სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში, ადამიანი ინარჩუნებს თითქმის ნორმალურ ცხოვრების წესს.

• ფიზიკური და ოკუპაციური თერაპია – ადრეული დაწყება მნიშვნელოვანია ფუნქციის შენარჩუნებისთვის და დეფორმაციის შემცირებისთვის.

• ვარჯიში – ყოველდღიური ვარჯიში ამცირებს კუნთების და სახსრების ირგვლივ დაჭიმულობას, რაც მოძრაობის უნარის დაქვეითებას აგვარიდებს თავიდან. ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები ინარჩუნებს გულმკერდის ყაფაზის მოძრაობას. ცურვა არის საუკეთესო არჩევანი ანკილოზური სპონდილიტის დროს.

• წამლები – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები - იბუპროფენი ნაპროქსენი და ასპირინი, არის ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტები ანკილოზური სპონდილიტის დროს, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგოდ მედიკამენტები არ არის საკმარისი, შეიძლება დაემატოს მეტოტრექსატი, ასევე ახალი ბიოლოგიური მედიკამენტები. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება სტეროიდების ინექცია სახსარში.

   ასევე მნიშვნელოვანია: სიგარეტის მოწევის შეწყვეტა. ანკილოზური სპონდილიტის მქონე ადამიანმა უნდა შეარჩიოს სკამი, სახელურის გარეშე და მაგიდა, რომელიც თავიდან აარიდებს მხრებში მოხრას. უნდა ეძინოს მყარ საწოლზე, არ უნდა გამოიყენოს დიდი ზომის ბალიში.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა