ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სალათი, რომელიც ბავშვებს შეგიძლიათ 1,5 წლიდან მისცეთ
კვება
სალათი, რომელიც ბავშვებს შეგიძლიათ 1,5 წლიდან მისცეთ
ბავშვის განვითარებისათვის ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვიტამინების მისაღებად კი აუცილებელია ბავშვის რაციონი გავამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით, რადგან ბავშვის ორგანიზმი გაცილებით მეტ ვიტამინს მოითხოვს ვიდრე ზრდასრული ადამიანის.ზაფხულში და შემოდგომაზე ბავშვები გაცილებით ბევრ ხილს მიირთმევენ ვიდრე გაზაფხულზე და ზამთარში და ეს კარგიცაა, მაგრამ, აუცილებელია რომ ბავშვმა ბევრი ბოსტნეული მიიღოს. მაგალითად C ვიტამინით ძალიან მდიდარია წითელი ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო, ნიახური, ნიორი.
 
გთავაზობთ, ძალიან სასარგებლო სალათის რეცეფტს, რომელიც ბავშვებს შეგიძლიათ 1,5 წლიდან მისცეთ:

საჭიროა:
  • 200 გ ჩინური კომბოსტო;
  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • 100 გ ნაკლებცხიმიანი არაჟანი;
  • მწვანე ხახვი, კამა, ნიახური;
  • მარილი.
მომზადების წესი:
  • წვრილად დაჭერით კომბოსტო და მარილში გასრისეთ, რომ დარბილდეს. თხლად დაჭერით ბულგარული, კუბებად-კიტრი, კვერცხი, დაკეპეთ ხახვი და კამა, დაუმატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  • მიაჩვიეთ თქვენი შვილი უმი ბოსტნეულის ჭამას, იმისათვის რომ მან დიდი რაოდენობით ვიტამინები მიიღოს.