ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სმენის დაკარგვა
სხვადასხვა
სმენის დაკარგვა
ნორმაში, ასაკის მატებასთან ერთად თანდათან ხდება სმენის დაქვეითება. 65 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ადამიანს აქვს სმენა დაქვეითებული. თუ სმენის დაკარგვა ხდება მოულოდნელად, განსაკუთრებით ერთ ყურში, საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას. სმენის დაკარგვას იწვევს:
  • გარეთა ყურის დახშობა გოგირდოვანი საცობით
  • დაფის აპკის პერფორაცია (ძლიერი ხმაურით, წნევის უეცარი ცვლილებით, ინფექციით ან მექანიკურად)
  • ყურის ინფექციური დაავადება ან სიმსივნე
  • შიგნითა ყურის დაზიანება (მაგ: ძლიერი ხმაურით გამოწვეული სმენის ნერვის დაზიანება).
სმენის დაზიანების რისკ-ფაქტორები: ასაკი, ძლიერი ხმაური. მედიკამენტები: ანტიბიოტიკები და ზოგიერთი ქიმიოთერაპიული წამლები, ასპირინის და სხვა ტკივილგამაყუჩებლის მაღალი დოზით გამოყენება, მარყუჟოვანი შარდმდენები, ზოგიერთი დაავადება – მაგალითად, მენინგიტი. დიაგნოსტიკა: ფიზიკალური გასინჯვა, აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია. სმენის დაკარგვის პრევენცია: ყურის დამცავის გამოყენება, ხანგძლივი დროით მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენის შეზღუდვა (განსაკუთრებით საზიანოა ყურსასმენის გამოყენება), შეძლებისდაგვარად მედიკამენტების გამოყენების შემცირება, რომლებიც მოქმედებენ სმენაზე. მკურნალობა: დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და სმენის დაკარგვის სიმძიმეზე. Mმკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტოზური, ქირურგიული.