ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სქოლიოზი – ხერხემლის გამრუდება
სხვადასხვა
სქოლიოზი – ხერხემლის გამრუდება

   სქოლიოზი გავრცელებული პათოლოგიაა ბავშვებში. სქოლიოზი, იგივე ხერხემლის გამრუდება, არის ზრდასთან დაკავშირებული დაავადება, რომელიც იწვევს ხერხემლის ზრდას გვერდზე, ყველაზე ხშირად ვითარდება მოზარდობის ასაკში, როდესაც ყველაზე მზარდია ხერხემალი. უფრო გავრცელებულია გოგონებში ვიდრე ბიჭებში. უმრავლეს შემთხვევაში სქოლიოზი არის მსუბუქი ფორმის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება  მოხდეს პროგრესირება მძიმე ფორმამდე, გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეფერხება, ზურგის, კისრის ტკივილი, შეაფერხოს ყოველდღიური აქტიურობა და გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები.          
                                                                   
დიაგნოსტიკა:

   სქოლიოზისთვის დამახასიათებელია: მხრების დგომა სხვადასხვა სიმაღლეზე, ერთ მხარეს ბეჭი არის უფრო მკვეთრად ამოდრეკილი, თეძო დგას ერთ მხარეს უფრო მაღლა მეორესთან შედარებით, ხერხემლის სვეტი არ არის სწორად, არამედ არის ერთ მხარეს გამრუდებული, ნეკნები ერთმხარეს ჩანს უფრო მკვეთრად. თუ მოზარდს აქვს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
სქოლიოზის მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ზრდის ტემპზე და სქოლიოზის ხარისხზე. თუ ბავშვს აქვს მსუბუქი ფორმის სქოლიოზი, ამ შემთხვევაში ექიმი აკვირდება ბავშვს ყოველ 4 ან 6 თვეში, ხომ არ ხდება გამრუდების პროგრესირება.  
          





          
    მკურნალობა: ხერხემლის მობილიზაცია და ქირურგიული ჩარევა.                                 
ხერხემლის მობილიზაცია გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს გამრუდების პროგრესირების თავიდან აცილება. ბავშვი ატარებს სამაგრ აღჭურვილობას მინიმუმ 18 სთ დღეში.

21
03.2018
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა