ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
თავის ტვინის ანევრიზმა
სხვადასხვა
თავის ტვინის ანევრიზმა
თავის ტვინის ანევრიზმა არის ტვინის სისხლძარღვის გაფართოება ან ბალონური გაფართოება. იშვიათად შეიძლება მოხდეს ანევრიზმის გასკდომა და სისხლი ჩაიღვაროს თავის ტვინში (ჰემორაგიული ინსულტი). გამსკდარი ანევრიზმის სიმპტომები: უეცრად წარმოქმნილი ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, მგრძნობელობის გაზრდა სინათლისადმი, გონების დაკარგვა, ცნობიერების არევა.
 
თავის ტვინის ანევრიზმა გასკდომამდე ძირითადად უსიმპტომოა, თუ დიდი ზომისაა, შეიძლება აწვებოდეს თავის ტვინის ნივთიერებას და ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი თვალის უკან და ზემოთ, მხედველობის ცვლილება ან გაორება, სახის ცალმხრივი დამბლა. თავის ტვინის ანევრიზმის რისკ-ფაქტორები: ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადებები, ანომალიები, მემკვიდრეობა, ასაკის მატება, მოწევა, მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), არტერიების გამკვრივება (არტერიოსკლეროზი), ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით კოკაინი, თავის ტრავმა, ალკოჰოლიზმი, მენოპაუზა (ზოგადად დაავადება უფრო გავრცელებულია ქალებში). დიაგნოსტიკა: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ_რეზონანსული გამოკვლევა,თავის ტვინის ანგიოგრაფია, თავ-ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევა.

მკურნალობა: ქირურგიული.
21
03.2018
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა