ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტელევიზორის და ელექტრონული თამაშების დადებითი და უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე
სხვადასხვა
ტელევიზორის და ელექტრონული თამაშების დადებითი და უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე
   ტელევიზორის ყურების დროს ბავშვი პასიურია, ზის ერთ პოზიციაში და იყურება ერთი მიმართულებით, არ მოძრაობს, არ ურთიერთობს სხვა ადამიანებთან, რაც ასე აუცილებელია განვითარებისთვის და სამყაროს შეცნობისთვის. ანალოგიური ხდება გარკვეული ელექტრონული თამაშების შემთხვევაშიც. გრაფიკა და ხმები იპყრობს ბავშვის ყურადღებას უფრო დიდხანს, ვიდრე ტრადიციული სათამაშოები.

   2 წლამდე ბავშვს გონებრივი განვითარებისთვის, მეტყველების, მოტორული უნარების და სოციალურ-ემოციური ურთიერთობისთვის აუცილებლად სჭირდება კონტაქტი ადამიანებთან და აქტიური მონაწილეობა სოციალურ პროცესებში – ამ ყოველივეს კი ვერ მიიღებს ტელევიზორის საშუალებით. არ შეიძლება ტელევიზორის ყურება, ეს არის ელექტრონული მედიის ყველაზე ცუდი ვარიანტი ბავშვის განვითარებისთვის.

   ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს აბსოლუტურად აუკრძალოთ ელექტრონული საშუალებების გამოყენება. სწორად შერჩეული ელექტრონული თამაშები, პირიქით დადებით გავლენას ახდენს მის განვითარებაზე. მაგალითად: საგანმანათლებლო და ინტერაქტიული თამაშები, რომლებიც მოითხოვს ბავშვისგან ჩართულობას, ფიქრს და აზროვნებას.