მსოფლიო მოსახლეობის მამაკაცების 65%-ს აწუხებს თმის ცვენა, ყველაზე ხშირი კი ანდროგენული (გენეტიკური) ალოპეციაა.
განასხვავებენ ანდროგენული ალოპეციის 5 სტადიას:
I სტადია - თმის ცვენა შეიმჩნევა თავის თმიანი ნაწილის წინა ზღვარზე;
II სტადია - აღინიშნება ორმხრივი გამელოტება შუბლზე, ხოლო თხემის არეში - თმის შეთხელება.
III, IV, V სტადიები - შუბლსა და თხემის არეში თმის ცვენა პროგრესირებს და გამელოტებული უბნები ერთდება, რაც შუბლ-თხემის არეში სრული სიმეტრიული გამელოტებით სრულდება.რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი . არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს.