ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
უნაყოფობა მამაკაცებში
სხვადასხვა
უნაყოფობა მამაკაცებში
მამაკაცებში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს სპერმის წარმოქნის შემცირება, ფუნქციის დარღვევა ან მისი განვითარების შეფერხება. მამაკაცებში უნაყოფობის რისკ-ფაქტორებია:
  • დაავადებები: ვარიკოცელე, ინფექცია (ეპიდიდიმიტი, ორქიტი), სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადება, მათ შორის გონორეა და აივ ინფექცია - შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეები, სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.
  • ჰორმონალური დისბალანსი – ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
  • ტრავმა: შარდის ბუშტის, პროსტატის ან ურეთრის ქირურგია.
  • საწარმოო: ზოგიერთი ინდუსტრიული ქიმიკატი, რადიაცია ან რენტგენის სხივები.
  • სათესლე ჯირკვლების გადახურება (მაგალითად: საუნა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხეულთან ახლოს მდებარე ლეპტოპთან მუშაობა).
  • მედიკამენტები: ანაერობული სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება, კოკაინი ან მარიხუანა.
  • ცხოვრების სტილი: ჭარბი ალკოჰოლი, თამბაქო, ემოციური სტრესი, სიმსუქნე.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა