ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში
სხვადასხვა
წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში
გულის თანდაყოლილი მანკებიდან წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში გვხვდება 6 დან-10% ში. ახასიათებს წინაგულებს შორის ძგიდეში არსებული ხვრელის არასრული დახურვა ( წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი რჩება ღია) რაც ზოგჯერ იწვევს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დარღვევას და ვითარდება პულმონური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
 
ძირითადად დეფექტის დახურვა ხდება სპონტანურად 1 წლამდე ასაკში, თუმცა შესაძლებელია დეფექტი ზომაში შემცირდეს და ღია დარჩეს. პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დამოკიდებულია დეფექტის ზომაზე.

წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტისთვის დამახასიათებელია: სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის დროს, ადვილად დაღლა, სხვადასხვა სახის არითმიების განვითარება, გულის ფრიალის შეგრძნება. ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დიაგნოსტიკა: მოიცავს დეტალურ ფიზიკალურ გასინჯვას, ანამნეზის შეკრებას, გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას, ელექტროკარდიოგრამას, ექოკარდიოგრაფიას.

მკურნალობა: 3-8 მმ ზომის დეფექტის შემთხვევაში პაციენტების 80%-ში ძგიდის დახურვა ხდება სპონტანურად 1 წლამდე ასაკში. დიდი ზომის დეფექტის დროს, როდესაც ირღვევა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დეფექტი იხურება ქირურგიული გზით 2-6 წლის ასაკში. ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკარდიტის პროფილაქტიკა.
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა