ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ყოველდღიურად უალკოჰოლო ტკბილი სასმელების მიღება აორმაგებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს
კვება
ყოველდღიურად უალკოჰოლო ტკბილი სასმელების მიღება აორმაგებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს
   ყოველდღიურად უალკოჰოლო  ტკბილი სასმელების მიღება აორმაგებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იღებენ 400 მლ. ტკბილ სასმელებს გაორმაგებული  აქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, სასმელი შეიცავს შაქარს თუ შაქრის შემცველს.  ტკბილი სასმელები ზრდიან როგორც II ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ასევე I ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

   ისინი ვინც იღებენ 1000 მლ. ტკბილ სასმელს დღეში 3,5-ჯერ აქვთ გაზრდილი I ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, ხოლო 10,5-ჯერ  II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

   ზუსტი მიზეზი, რა მექანიზმით იწვევს ტკბილი სასმელები შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, დადგენილი არ არის. მაგრამ არსებობს რამოდენიმე ახსნა: ერთ-ერთი შესაძლოა იყოს, ტკბილი სასმელები ასტიმულირებენ მადას, ამ დროს ადამიანს უჩნდება სურვილი საკვების მიღების, განსაკუთრებით ტკბილი საკვების, რაც იწვევს სიმსუქნეს, რომელიც არის  ერთ-ერთი რისკ ფაქტორი შაქრიანი დიაბეტის. ასევე ტკბილი სასმელები მოქმედებენ ნაწლავის მიკრო ფლორაზე, რაც შესაძლოა იწვევდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებს.




http://www.medicalnewstoday.com