ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზრდის თუ არა მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიის განვითარების რისკს?
სხვადასხვა
ზრდის თუ არა მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიის განვითარების რისკს?
დადასტურებულია, რომ მარიხუანას გამოყენება იწვევს შიზოფრენიას – ეს არის ფსიქიატრიული დაავადება, რომლითაც დაავადებულია მოსახლეობის 1%, ხოლო მარიხუანას მომხმარებლებში გაორმაგებულია მისი განვითარების ალბათობა.
შიზოფრენიის მთავარი სიმპტომებია: მანია, ჰალუცინაციები. ზუსტი მიზეზი რა იწვევს დაავადებას არ არის გარკვეული, მაგრამ კომბინაცია ფიზიკური, გენეტიკური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები ასრულებს მნიშვნელოვან როლს, მის განვითარებაში.

კვლევამ აჩვენა, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა შიზოფრენიის, მარიხუანას გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მათში შიზოფრენიის განვითარების რისკს. მარიხუანა იწვევს ტვინის გარკვეულ ნაწილში, კერძოდ თალამუსში ცვლილებებს. თალამუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლაში, მეხსიერებაში და კომუნიკაციაში. ასევე საყურადღებოა, ტვინში განვითარებილი ცვლილებები რჩება დიდხანს, მარიხუანას გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც.