ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან
30.11.2020
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის და კიდევ უფრო ეფექტურად მართვის მიზნით შესაძლო დამატებითი რესურსების მობილიზების საკითხზე ისაუბრა Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით შედგა.

,,ამ ეტაპზე სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი, მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელიდან. მაგალითად ჩვენს ქსელში ჭიათურაში დავამატეთ საწოლები, კვირის ბოლოს კი ვანის და ბორჯომის ჰოსპიტალი ჩაერთვება ამ პროცესში. ასევე განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა, ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის, ასევე ვისაუბრეთ ონლაინ -კლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის, უფრო ეფექტური გახდეს და უფრო შემსუბუქდეს მდგომარეობა", - განაცხადა ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობს კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე აქტიურად აწარმოებენ ქსელის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში დამატებითი საწოლფონდის მობილიზებას.
სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.