ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,, ჯეო ჰოსპიტალს”-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ყველაზე აქტუალურ თემებზე რადიო ,,მარნეულის" გადაცემაში ,,მნიშვნელოვანი დეტალი" ისაუბრა.
21.01.2022

კორონა ვირუსის ახალ შტამზე, მის მართვაზე და მკურნალობის დეტალებზე ისაუბრა რეანემატოლოგმა ტატა შენგელაიამ, რომლის თქმითაც კორონა ვისუსის ახალი შტამის გავრცელების სისწრაფე ისეთი მაღალია, რომ ერთ კვირაში მლიანად ჩაანაცვლებს ,,დელტას“. მისივე თქმით ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს აცრილი, რადგან ხშირ შემთხვევაში ასეთი პაციენტების მართვა სახლის პირობებშია შესაძლებელი.

,, მინდა ვთქვა, რომ ბუსტერ დოზა ომიკრონით დაინფიცირების რისკს ამცირებს ან თუ მაინც შეხვდა მესამედ აცრილ ადამიანს, გართულებებისგან იცავს, ამ  შტამით ინფიცირებისას   მაღალი სიცხეები გრძელდება 4-5 დღე , რასაც თან ახლავს   მშრალი ხველა და სურდო. ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ბავშვებში, მოზარდებსა და ხანდაზმულებში - ყველა ასაკშია შესაძლებელი  მისი მკურნალობა  სახლის პირობებში, თუმცა თუ პაციენტს თანმხლები დაავადებებიც აქვს, უმჯობესია კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა. ჩვენ ომიკრონს, ჩვეულებრივ პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ და თუ თანმხლები დაავადებაცაა, ასეთ შემთხვევაში, ცალკე ამ დაავადებებზე ვმკურნალობთ პაციენტებს" - აღნიშნა,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა  დირექტორმა ტატა შენგელაიამ . მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ -კორონას პერიოდის შემდგომი სწორი მართვა, რადგან , არის შემთხვევები როდესაც პაციენტებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები.  ,, თუნდაც მსუბუქად მოიხადოს პაციენტმა ვირუსი, მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს. ენდოკრინოლოგიური, ნერვული, კარდიოლოგიური, თმის ცვენა, სისუსტე, თავის ტკივილი, კანკალი და კიდევ ბევრი. ამიტომ, აუცილებელია  დავიცვათ რეკომენდაციები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია , რადგან ინფიცირების შემთხვევისას  მაქსიმალურად დაცული შეხვდეს ორგანიზმი  ვირუსს. ასევე შევამციროთ თანმხლები გართულებების რისკიც“-განაცხადა შენგელაიამ. მან  აცრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პროცესი  მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს და დღის განმავლობაში აცრას 150 ადამიანი იკეთებს. უმრავლესწილად აცრის მსურველები 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, რომელთა გააქტიურებაც   წამახალისებელ 200 ლარიან აქციას უკავშირდება, თუმცა იმუნიზაციის მაჩვენებელი ახალგაზრდებიც მატულობს .

 წყარო: 
https://www.marneulifm.ge/ka/marneuli/article/53532-reanimatologi-tata-shengelaia-koronavirusis-akhal-shtamze-da-mis-marthvaze 

 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.