ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
12 მაისი-ექთნების საერთაშორისო დღე
13.05.2016
12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი 1974 წლიდან აღინიშნება. 12 მაისს სასტუმრო ,,ჰუალინგ''-ში გაიმართა ექთნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ექთნების ასოციაციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. შეხვედრაზე ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა ექთნების ასოციაციის პრეზიდენტმა, სტუმრებმა ჯანდაცვის სამინისტროდან, ''NCDC''- დან, „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სხვადასხვა კლინიკების ტოპ-მენეჯერებმა, სამედიცინო უნივერსიტეტისა და კოლეჯების ხელმძღვანელებმა. ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო საქმის სამსახურის უფროსის-ქალბატონი ნონა გოშაძის ორგანიზებით, ჯეო ჰოსპიტალსის ექთნებიც დაესწრნენ ამ ღონისძიებას. შეხვედრაზე მკაფიოდ იყო ხაზგასმული საექთნო რგოლის უდიდესი წვლილის შესახებ პაციენტთა მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესში. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს''-მა მიულოცა პროფესიული დღე ექთნებს ქსელის მასშტაბით და გადასცა მათ სიმბოლური საჩუქრები.
სხვა სიახლეები
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
28
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.
26
07.2021
მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ში პფაიზერის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას პფაიზერის (Pfizer-BioNTech -პფაიზერ ბიონტექი) ვაქცინით აცრის საშუალებას აძლევს. პირველ ეტაპზე პფაიზერის ვაქცინაციისთვის სრულ მზადყოფნაშია მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 26 ივლისიდან დამატებით ახალი იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდა. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის კომპანია პფაიზერით ვაქცინაციის კაბინეტებს ეტაპობრივად სხვა რეგიონებშიც დაამატებს.
23
07.2021
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით კლინიკური კონფერენცია გაიმართა
22ივლისს, ნატახტარში ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის კლინიკური კონფერენცია - „გულსისხლძარღვთა დაავადებების გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, თანამედროვე მიდგომები“გაიმართა.
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა