ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
21.03.2018
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და დაუნის სინდრომთან დაკავშირებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხშირად განაპირობებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობას, მაღალია მათი მიტოვების რისკიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. ჯეო ჰოსპიტალსი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს დისკრიმინაციულ შემთხვევებს და ხელს უწყობს რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა შესძლონ საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის მიღება.
სხვა სიახლეები
29
06.2018
საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში
2018 წლის 23-24 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო "იოტა"-ში ჩატარდა საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილებო მიიღო შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმების გუნდმა. გუნდის კაპიტაკი გახლდათ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი თამაზ აბესაძე.
08
06.2018
სასიამოვნო სიახლე ,,ჯეო ბარათი“
2018 წლის 1 ივნისიდან შპს ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ ყველა მოქალაქეს ,ვისაც სურს მომსახურეობის მიღება ჩვენს კლინიკებში, სთავაზობს ერთწლიან ბარათს -,,ჯეო ბარათი“ ,რომელიც ითვალისწინებს - 25%-იან ფასდაკლებას კლინიკაში არსებულ ყველა სერვისზე-როგორც ამბულატორიულ, ასევე გეგმიურ და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაზე.