ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ბუჭა არჩვაძე
04.06.2018

სამწუხაროდ 2018 წლის 1 ივნისს  გარდაიცვალა ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუჭა არჩვაძე.

კომპანია ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

ბუჭა არჩვაძე დაიბადა 1939 წლის 11 ივლისს ქ ბათუმში. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. კემეროვოს სამედიცინო ინსტიტუტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს სხვადასხვა რაიონში წამყვანი სპეციალისტის რანგში.

2002 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად. იყო 100-ზე მეტი სამეცინიერო ნაშრომის და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე 2 მონოგრაფიის ავტორი. მის მიერ შესრულებულია 20 000-ზე მეტი ქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაცია, მათ შორის 2 000-ზე მეტი კუჭის რეზექცია და გასტრექტომია.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენებით.

 განსაკუთრებული დამსახურება ბატონ ბუჭას მიუძღვის მარნეულის რაიონის ქირურგიული სამსახურის გაძლიერებაში. მისი ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ და შემდგომში შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის საავადმყოფოებში, ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ქირურგიული განყოფილება, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით სრულდებოდა ათასობით ქირურგიული და მათ შორის მრავალი უნიკალური ონკოლოგიური ოპერაცია.

სხვა სიახლეები
08
06.2018
სასიამოვნო სიახლე ,,ჯეო ბარათი“
2018 წლის 1 ივნისიდან შპს ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ ყველა მოქალაქეს ,ვისაც სურს მომსახურეობის მიღება ჩვენს კლინიკებში, სთავაზობს ერთწლიან ბარათს -,,ჯეო ბარათი“ ,რომელიც ითვალისწინებს - 25%-იან ფასდაკლებას კლინიკაში არსებულ ყველა სერვისზე-როგორც ამ ბულატორიულ ასევე გეგმიურ და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაზე.
01
06.2018
ჯეო ჰოსპიტალსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,ჯეო ჰოსპიტალს-ის" ქსელის მასშტაბით კლინიკაში მოსულ ყველა ბავშვს გადაეცა ტკბილეული და ბუშტები.