ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმუნიზაციის პროცესს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის საექიმო გუნდი უზრუნველყოფს
27.08.2021

ჭიათურაში ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის საექიმო ბრიგადები  მასობრივი იმუნიზაციისცენტრის მუშაობაში ჩაერთნენ. ცენტრის გახსნამდე ქალაქის მასშტაბით იმუნიზაციის კაბინეტები ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის კლინიკაში მოქმედებდა.

,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ქსელი აქტიურად არის ჩართული კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცესს და მართვას. ასევე  სპეციალურად გადამზადებული მედიკოსთა ჯგუფები  აქტიურად ახორციელებენ მოსახლეობის აცრებს. მომატებული მომართვიანობის შემდეგ კი ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა  იმუნიზაციის კაბინეტების  რაოდენობა გაზარდა, რამაც  პროცესის მასშტაბურობას   შეუწყო ხელი.“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ტაბაღუამ.

იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად რამდენიმე ასეული   ადამიანის  აცრას. ადგილზე ხელმისაწვდომია  "Pfizer"-ის, "Sinovak"-ისდა "Sinopharm"-ის( მხოლოდ მეორე დოზა)ვაქცინები.

ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.