ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ცნობილი ამერიკელი პოდიატრი მარნეულში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრში კონსულტაციებს გამართავს
15.03.2022

19 მარტს, პირველად  მარნეულში, ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მრავალპროფილურ სამედიცინო  ცენტრში,  ცნობილი ამერიკელი პროფესორი, პოდიატრი (ტერფისქირურგი)   ელი დანიელი (Elie C Daniel)   ორთოპედიულ პაციენტებს მიიღებს.

პროფესორი ადგილზე გამართავს კონსულტაციებს და დასმული დიაგნოზის შესაბამის სამკურნალო დანიშნულებებს გასცემს. 

,,ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად,     დაპირებისამებრ ჩვენ შევძელით  ბენეფიციარებისთვის ადგილზე ჩამოგვეყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ამერიკელი პროფესორი , პოდიატრი ელიდანიელი.  ასევე ვიზრუნეთ, რომ  პაციენტებმა  ადგილზევე   მიიღონ შემდგომი მკურნალობის სრული კურსის წარმატებით გავლის შესაძლებლობაც, მარნეულში გახსნილ თანამედროვე სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც ერთი წელია რაც გავხსენით „-განაცხადა  მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მრავალპროფილური  სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ. მისივე თქმით, ახალი სამედიცინო სერვისი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა  "ჯეო ჰოსპიტალს"-სა და "საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტს" შორის არსებულმა ეფექტურმა პარტნიორობამ განაპირობა.

პროფესორი  ელი დანიელი (Elie C Daniel), რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს , 34 წლის განმავლობაში წარმატებით მკურნალობს  ყველა სახის ტერფის პათოლოგიას: ბრტყელტერფიანობა, ვალგუსური დეფორმაცია, თანდაყოლილი ტერფმრუდობა, ვერტიკალური კოჭი და სხვა მსგავსი მიმართულების პათოლოგიებს. საქართველოში მოწვევის ფარგლებში ,არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ , რომ  მარნეულში , "ჯეო ჰოსპიტალს"-სა და "საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტს"  შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე  რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით უკვე ერთი წელია რაც წარმატებით  ხორციელდება.

 

მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალს“-ის სამშობიაროდაამბულატორიულისამედიცინოცენტრისბაზაზე, მოქმედ  თანამედროვეორთოპედიულიმიმართულებისდარბაზში სხვადასხვა კომპლექსური სამედიცი ნომომსახურების მართვა ხდება.   ტრავმული, იშემიური თუ ოპერაციული რეაბილიტაციის კურსი, სამკურნალო მასაჟი/კინეზოთერაპია და ფიზიოთერაპიაადგილზე პაციენტებისთვის თბილისიდან მოწვეული რეაბილიტოლოგი მამუკა წერდიანი ინდივიდუალურ ვარჯიშების კურსს ატარებს.

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.