ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
გადაუდებელი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა ,, ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ქსელში
11.04.2022

სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი  ქსელი - შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაზე საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“

,,საექიმო სპეციალობის საუკეთესო მაძიებლებს  „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელში „უმცროსი ექიმის“ პოზიციაზე დასაქმებისა და სასწავლო გრანტის (100%, 80%, 60%) მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 10 ადგილი. ჩარიცხვა განხორციელდება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.’’-განაცხადა ჯეო ,,ჰოსპიტალსი“-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა . მისივე თქმით     მსურველებს გასაუბრების შედეგების მიხედვით  შეარჩევენ , რომელთაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. უკვე განსაზღვრულია კონკრეტული კლინიკები ,სადაც სასწავლო პროცესი წარიმართება“

  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფლობდნენ უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/ დიპლომს
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (დადებითი შედეგი - 151 და მეტი ქულა)

 მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (ელექტრონულ ფოსტა - info@gh.ge):

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის/დიპლომის ასლი
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • CV

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. პროგრამას უხელმძღვანელებს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკური დირექტორი  კახა გზობავა.

 

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.