ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
გარდაბანში 200ზე მეტმა ადგილობრივმა სხვადასხვა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტარა
24.07.2022

გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ჩართულობით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

,,ყოველთვის აქტიურად ვუჭერთ მხარს  საერთაშორისო და ეროვნული პროექტების განხორციელებას  ჯანდაცვის მიმართულებით. ამ ეტაპზე გარდაბნის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო პირველადი ჯანდაცვის დონეზე ექვსი ინფექციური დაავადების უფასო სკრინინგი"- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ასათიანმა. მისი თქმით სამი დღის განმავლობაში 200-ზე მეტმა ადგილობრივმა მაღალტექნოლოგიური  კვლევებით ისარგებლა.  მობილური კლინიკა გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალს"-ის ტერიტორიაზე სამი დღის მანძილზე იყო განთავსებული. აქცია გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.  

მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სრულიად უფასოდ, ტუბერკულოზზე, ჰიპერტენზიაზე, აივ/შიდსზე, c ჰეპატიტზე, დიაბეტზე და კოვიდ 19-ზე სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინა.

სხვა სიახლეები
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
30
07.2022
ჯეო ჰოსპიტალსის განცხადება
აუნაზღაურებელია ის ტკივილი და დიდი დანაკარგი რაც ქვეყანამ განიცადა 8 პროფესიონალის, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიის ერთგული გმირების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჯეო ჰოსპიტალსის მთელი გუნდი ქედს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული კოლეგებისა და მაშველების წინაშე, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მორიგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დავკარგეთ...
18
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური უფასო აქციები დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გასვლითი აქციები დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა სოფლებში შეეძლებათ. პირველი უფასო აქცია სოფელ დიდი ჯიხაიშში 15 ივლისს ოფთალმოლოგ ნიკოლოზ ჩუბინიძის ჩართულობით გაიმართა.
12
07.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდმა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში დასაქმებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ის გუნდი, როგორც სანდო პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი-ს“ ფარგლებში გააცნეს.
11
08.2022
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრს დავით ბარაბაძე უხელმძღვანელებს
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დავით ბარაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კლინიკის გუნდს, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს და მთელ გუნდს იმ გამოწვევებისა და დაგეგმილი სიახლეების განხორციელებაში, რომლის გატარებასაც დავით ბარაბაძე გეგმავს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა