გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბენეფიციარებს სკრინინგის უფასო კვლევები ჩაუტარდათ
18.08.2020
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული უფასო სკრინინგის აქციებში. ეროვნული სკრინინგის ცენტრთან ერთად მორიგი სამედიცინო კვლევები გარდაბნის ,,ჯეო ჰოსპიტალსის “ბაზაზე განხორციელდა.
მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა გარდაბანში ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაატარა. მოსახლეობას, ასევე, საშუალება ქონდა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში "ჯეოჰოსპიტალსის", გარდაბნის ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებით ესარგებლა.
რეგიონში სკრინინგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს შეხვდა და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სხვა სიახლეები
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.