ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
10.05.2019
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.

ფლორენს ნათინგეილი დაიბადა 1820 წლის 12 მაისს იტალიაში. ის იყო სტატისტიკოსი, მწერალი, სოციალური რეფორმატორი და ექთნის პროფესიის ფუძემდებელი.

მისი პოპულარულობა უმეტესწილად განაპირობა ყირიმის ომში მისმა პროფესიონალურმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ ჯარისკაცების მკურნალობის საქმეში.

სხვადასხვა ქვეყანაში ექთნის საერთაშორისო დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. მაგ; ავსტრალიაში ამ დღეს სახელდება წლის ექთანი. ჩინეთში 12 მაისს ექთნები ხშირად იკრიბებიან, რათა პარაკლისი გადაუხადონ ფლორენს ნათინგეილს, ამერიკაში სადღესასწაულოდ აღინიშნება ექთნების ნაციონალური კვირეული 6 – 12 მაისს, კვირის განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძება.

ამ დღის აღსანიშნავად ექთნების საერთაშორისო საბჭო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო მასალებს, აცხადებს დღესასწაულის თემატიკასა და ლოზუნგს.

ეს დღე ყველა ადამიანს შეუძლიათ მიულოცოს თავის ფავორიტ ექთანს მისალოცით, ყვავილებით, ან სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #internationalnursesday, #ექთნებისსაერთაშორისოდღე, #მეამაყებარომვარექთანი.

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელში ექთნების საერთაშორისო დღე ტრადიციულად აღინიშნება პერსონალური სიმბოლური საჩუქრებითა და მილოცვებით.

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი სამედიცინო ცენტრებში დასაქმებულ ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას საქმიანობაში.

,,გადაარჩინე ერთი სიცოცხლე და ხარ გმირი, გადაარჩინე ასი სიცოცხლე და ხარ ექთანი!”
სხვა სიახლეები
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
09
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის იმუნიზაციის კაბინეტებში სინოფარმის ვაქცინით აცრები განახლდა
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლებულია. ამ ეტაპზე აცრის კაბინეტებში მსურველებს ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით აცრა შეუძლიათ. ,,ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს , რიგების დარეგულირებაში წითელი ჯვრის აქტივისტები გვეხმარებიან. ცენტრში ამ დროისთვის სამი სახის ვაქცინით ვაწარმოებთ იმუნიზაციას“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის „ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით აქტიურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალია კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დიდია PCR ტესტებზეც მოთხოვნა. დიასამიძის თქმით ეს სტატისტიკა იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.
08
09.2021
სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა
საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დღეს „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების გასაერთიანებლად.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა