იორმუღანლოს მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში 200-ზე მეტი სამედიცინო სერვისი იყო ხელმისაწვდომი
2022 წლის 21 მაისს იორმუღანლოს სოფლის ამბულატორიის ტერიტორიაზე ,,
ჯეო ჰოსპიტალსი“-
სა და სხვა წამყვანი კლინიკების მედპერსონალის მონაწილეობით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისგან ადგილზე მიეღოთ, როგორც სრული ამბულატორიული კვლევები ასევე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება.
,,
ჯეო ჰოსპიტალსი“- ს ინიციატივით მსგავსი მასშტაბური აქციები სოფლის ამბულატორიებში პანდემიამდეც ხშირად იმართებოდა , ეს ერთგვარი ტრადიციაა და კომპანიის განაცხადი, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს. დღეს პანდემიის მინელებული სტატისტიკის ფონზე შესაძლებლობა გაჩნდა განვაახლოთ უფასო აქციების კამპანია“ განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს
რეგიონალური ამბულატორიული სერვისების განვითარების მენეჯერმა დეა ცაბუტაშვილმა, მისივე თქმით ექიმთა მობილური ჯგუფი ადგილობრივი და მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით
დაკოპლექტდა და ყველა ის სამედიცინო მიმართულება მოიცვა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი.
იორმუღანლოში გამართული აქციის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ოფთალმოლოგი, ქირურგი, პედიატრი, გინეკოლოგი ,კარდიოლოგი ,ენდოკრინოლოგი , ,ექოსკოპისტი,დერმატოლოგი,
ოტოლარონგოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი.
შეგახსენებთ რომ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის ამბულატორიებში ახალი სერვისები ამოქმედდა. პაციენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ადგილზე ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების გარდა , ისეთი ტიპის სამედიცინო სერვისებზე მიიღონ მომსახურება , რომლისთვისაც მათ რაიონულ ცენტრებში და ქალაქში ჩასვლა უწევდათ. უახლოეს მომავალში , კომპანია ქსელის მასშტაბით ბენეფიციარებს ტელემედიცინის სერვისაც შესთავაზებს , რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ კონსულტაციები სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღონ.
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს.
,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.