ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის იმუნიზაციის კაბინეტებში სინოფარმის ვაქცინით აცრები განახლდა
09.09.2021
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლებულია. ამ ეტაპზე აცრის კაბინეტებში მსურველებს  ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით აცრა შეუძლიათ. ,,ვაქცინაციის პროცესი  აქტიურად მიმდინარეობს , რიგების დარეგულირებაში წითელი ჯვრის აქტივისტები გვეხმარებიან. ცენტრში ამ დროისთვის სამი სახის ვაქცინით ვაწარმოებთ იმუნიზაციას“- აღნიშნა   ,,ჯეო ჰოსპიტალსის „ ბორჯომის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით აქტიურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ  მაღალია  კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დიდია PCR ტესტებზეც  მოთხოვნა. დიასამიძის თქმით ეს სტატისტიკა იმის მანიშნებელია,  რომ მოქალაქეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.  ბორჯომის  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. მოსახლეობის  მეტი  ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30 % ფასდაკლებას სთავაზობს.

 ,,მასშტაბური კამპანიის ფარგლებში  მეტი ჩართულობის მიზნით მოქალაქეებს ადგილზე ვარეგისტრირებთ,  რომელთაც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით სურთ აცრა , რაც  შეეხება პფაიზერს, იმუნიზაციის პროცესში დღეიდან ჩავერთეთ  დ აყველა ჯავშანი შევსებულია“-განაცხადა ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.
 
დროებით შეჩერებული  პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული როგორც კოვიდინფიცირებულთა მართვაში ასევე ვაქცინაციის ფართომასშტაბიან კამპანიაში. ცენტრში რამდენიმე კაბინეტი მოქმედებს და ამ დროისთვის ადგილები სრულად დაჯავშნილია. ადგილზე გაშლილია სამხედრო კარავიც სადაც უსაფრთხო გარემოში , ვაქცინირებული მოქალაქეების დაყოვნების სივრცეა შექმნილი. საყოველთაო აცრის მიმდინარეობის პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული და 23 სამედიცინო გუნდი ახორციელებს მომსახურებას.
სხვა სიახლეები
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
30
12.2021
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:
24
12.2021
ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით,- ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გელაშვილი
"ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით" - ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კოვიდექიმი ნანა გელაშვილი
14
12.2021
მარნეულის სარეაბილიტაციო ცენტრში ათეულობით მოზარდმა მკურნალობის სრული კურსი წარმატებით გაიარა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ათეულობით მოზარდმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტები სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების შედეგად იღებენ. მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.
14
01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა