ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმების სოფელ დვირში
28.03.2019
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კარდიოლოგის, ქირურგის, ნევროლოგის და რადიოლოგის შემადგენლობით.

ერთდღიანი აქციის ფარგლებში, მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება.შესაძლებელი გახდა 70-მდე პაციენტის მიღება, გამოვლინდა 40 პაციენტი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პათოლოგიებით. დაიგეგმა დამატებითი კვლევები და კონსულტაციები და განისაზღვრა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. 4 პაციენტთან გამოიკვეთა ქირურგიული პათოლოგია. პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაიგეგმა ღონისძიებები. მოსახლეობამ გამოთქვა კმაყოფილება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.
სხვა სიახლეები
19
04.2019
აქციები შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონებში არსებულ კლინიკებში!!
"ჯეო ჰოსპიტალს“-ის მიერ ხონის, ვანის, ზესტაფონის და სამტრედიის ამულატორიულ ცენტრებში და "ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს აქციები მაისის თვის ჩათვლით
11
04.2019
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გასვლითი აქცია სოფელ ბაზალეთში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი" აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 26 მარტს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა,რეგიონის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია ს.ბაზალეთში ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის,თერაპევტის, ეხოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით.
19
04.2019
აქციები შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონებში არსებულ კლინიკებში!!
"ჯეო ჰოსპიტალს“-ის მიერ ხონის, ვანის, ზესტაფონის და სამტრედიის ამულატორიულ ცენტრებში და "ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს აქციები მაისის თვის ჩათვლით
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა