ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში პედაგოგები აიცრნენ
08.09.2021

მცხეთა მთიანეთის რეგიონში მოქმედი  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მოქმედმა პედაგოგებმა გადაწყვეტილება საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც  კულტურის სახლში გაიმართა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის მეტ აქტიურობას  უზრუნველყოფს, ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო გუნდი უკვე რამდენიმე თვეა რაც ჩართულია იმუნიზაციის მასშტაბურ კამპანიაში და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა ადგილზე, რამდენიმე წარმოების ვაქცინა“ -განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან გვენცაძემ, მისივე თქმით სამედიცინო დაწესებულებაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია როგორც   PCR ტესტები, ასევე კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია, რომლის მართვაც წარმატებით ხორციელდება.

,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, რადგანაც ამ ადამიანებს ბავშვებთან, ჩვენს მომავალ თაობასთან უშუალო კავშირი აქვთ,“ - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ , რომელმაც პანდემიის პერიოდში რეგიონში ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მედპერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით , ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ყველაზე საჭირო და გადაუდებელ სამედიცინო  სერვისებზე  ხემისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის  ჩართულობის შედეგად  გახდა შესაძლებელი.

https://www.interpressnews.ge/ka/article/673028-dushetshi-skolamdeli-agzrdis-dacesebulebebis-tanamshromlebtan-vakcinaciis-shesaxeb-sainpormacio-shexvedra-gaimarta

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.