ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
28.07.2021

კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.

,,ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს იმუნიზაციის კაბინეტები, აქტიური მზაობაა ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდანაც. დღეს შესაძლებლობა გვაქვს წარმატებით და სრული რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით  ვაწარმოოთ  სამი სახის ვაქცინით აცრები.“-განაცხადა საგარეჯოს  ,,ჯეო ჰოსპიტალს-“ის მრავალპროფილური  სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჯიქიამ, რომლის თქმითაც არსებულ სიტუაციაში ვაქცინაციის ტემპის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები. კახეთის რეგიონში პფაიზერით  აცრები 27 ივლისიდან დაიწყო.  ,,გურჯაანში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა აიცრას მისი არჩევანის შესაბამისად, ამჟამად კლინიკაში ვაწარმოებთ სინოვაკის, სინოფარმის , ასტრაზენეკასა და  უკვე პფაიზერით ვაქცინაციას, მოქალაქეების მეტი ჩართულობისთვის კი კომპანია, ბენეფიტის სახით, სრულად  ვაქცინირებულებს ლაბორატორიულ კვლევებს წლის ბოლომდე 30% ფასდაკლებით მოემსახურება“ -განაცხადა გურჯანიის ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გელა ორველაშვილმა. მისივე თქმით ,ამ დროისთვის ყველა ჯავშანი შევსებულია.

https://www.youtube.com/watch?v=ESfUqq5mvPQ

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.