ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის გუნდმა მორიგი ტრენინგი „თბილისის გულის ცენტრი“-ს მედიკოსებისთვის გამართა
21.08.2021

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის მიერ 20-21  აგვისტოს  შპს „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმებისთვის ჩატარდა  უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა -  „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“. პროგრამის ფარგლებში  გამართულ ტრენინგს  ცენტრის კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები  და  კარდიოქირურგები დაესწრნენ.

საკუთარი გამოცდილება და სიახლეები კოლეგებს გააცნეს: კახა გზობავამ - ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორი; ხათუნა ბარბაქაძე - კარდიოლოგი; შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური სამსახურის მენეჯერი; ნონა გოშაძემ - BLS ტრენერი; შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსმა გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში კოლეგებმა „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვის  მიმართულებით მსოფლიო სიახლეები და პროგრამით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS, ეკგ ინტერპრეტაცია, გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS, პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC , რეანიმაციული გუნდი.

პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია. ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 24 კრედიტქულა.

სხვა სიახლეები
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.